logo
ENG



"მზად ვართ თბილისი-ცხინვალი-სოხუმს შორის დიალოგს ხელი შევუწყოთ" - კრემლის მორიგი პროპაგანდა

08 აგვ 202411:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/08/wclihlxgdzqj47a.jpeg

რუსეთის საგარეო სამინისტრო აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და კრემლის ჩვეულ, პროპაგანდისტულ რიტორიკას იყენებს.  

ზახაროვა ისევ აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობის დამყარებას ცდილობდა, ომის დაწყებაში კი საქართველოს ადანაშაულებს. ის აგვისტოს ომს, ისევე როგორც უკრაინის შემთხვევაში "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს და დასავლეთსაც აკრიტიკებს. ანტიდასავლურ განცხადებაში ზახაროვა ამბობს, რომ ვაშინგტონს და აშშ-ის პარტნიორებს რუსეთის საზღვრებთან სიტუაციის დაძაბვა სურს, თუმცა ამის ანარაინ მტკიცებულებას არ წარადგენს.    

"რუსეთი მზადაა გააგრძელოს ურთიერთობა მათთან, ვინც განსაზღვრებით, არ შეიძლება იყოს გულგრილი სამხრეთ კავკასიის ბედის მიმართ, მათ შორის ასევე თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის დიალოგს ხელი შეუწყოს, რათა მათ საერთო რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა დამყარდეს და სხვა დაგროვილი პრობლემები მოგვარდეს", წერია ზახაროვას განცხადებაში.


close დახურვა